შავ ზღვაში უზარმაზარი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
25-12-2016, 23:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უზარმაზარი სამძებრო ოპერაცია „24 საათის განმავლობაში“ მიმდინარეობს შავ ზღვაში მას შემდეგ რაც კვირას, გამთენიისას, სოჭიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა და შავ ზღვაში ჩავარდა.

 

 

3 000-ზე მეტი ადამიანი გემებით, თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, წყალქვეშა გემებით სოჭის სიახლოვეს, ოპერაციაშია ჩართული.

 

 

შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე მყოფი 92-ივე ადამიანი დაიღუპა. „ტუ-154“-ის ბორტზე, რომელიც მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და საწვავის შესავსებად სოჭში დაშვების შემდეგ აფრენიდან 2 წუთში გაუჩინარდა რადარებიდან, წითელი არმიის გუნდის მომღერლები, მოცეკვავეები, ორკესტრის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

 

 

 

(წითელი არმიის გუნდისა და ორკესტრის წევრები, ცნობილი როგორც ალექსანდროვის ანსამბლი, 2016 წლის აპრილი, მოსკოვი).

 


როგორც კონაშენკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავმა ინციდენტამდე ბოლო ფრენა სექტემბერში განახორციელა და მას მნიშვნელოვანი შეკეთება 2014 წლის დეკემებრში ჩაუტარდა, ავიალაინერს კი „გამოცდილი“ მფრინავი მართავდა.

 

 

სანკტ-პეტერბურგში გაკეთებული სატელევიზიო კომენტარისას, ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

 


რუსეთის ოფიციოზის ცნობით, სამძებრო ჯგუფი, მათ შორის 109 მყვინთავი, მთელი ღამე მუშაობდა.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავის „ტუ-154“-ის ფრაგმენტებია ნაპოვნი ქალაქ სოჭის შავი ზღვის სანაპიროდან 1.5 კილომეტრში, 50-70 მეტრის სიღრმეში“. უფრო ადრე კი სამძებრო ჯგუფმა ზღვიდან 11 ცხედარი ამოიყვანა.

 


ჩამოვარდნილი ავიალაინერის და ცხედრების სამძებრო საქმეში კრასნოდარის მხარისა და მეზობელი რეგიონების ყველა სამძებრო-სამაშველო სამსახურია ჩართული.

 


წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ту-154-ის სოჭში ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან მფრინავის მიერ მართვისას დაშვებული შეცდომა იყო, განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“ ძალოვანი სტრუქტურებიდან.

 


უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ადლერის აეროპორტიდან გეგმიური ფრენის შესრულებისას რადარებიდან გაუჩინარდა. ბორტზე 83 მგზავრი და ეკიპაჟს 8 წევრი იმყოფებოდა.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამხედროები, ასევე ალექსანდროვას სახელობის ცნობილი სამხედრო ანსამბლის მსახიობები და 9 ჟურნალისტი იმყოფებოდნენ.

 


მისი თქმით, ისინი სირიაში მიფრინავდნენ, რათა იქ დისლოცირებულ რუსული ჯარებთან ერთად საახალწლო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი