საქართველოს რეგიონული განვივითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგარა-ყორნისი-ცხინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ობიექტზე, ამ დროისთვის 2.5 კმ-ზე უკვე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მიმდინარეობს გაბიონების, წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და ქვიშა-ხრეშოვანი საფუძვლის მოწყობა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი მთლიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, საყრდენი კედლების, გვერდულების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გაჩერებების და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან 5-ზე მეტ სოფელს დააკავშირებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 194 ათას ლარს შეადგენს და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინათ დაიწყო, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ობიექტზე 90 ადამიანია დასაქმებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.