ფილიპინებზე თავსდამტყდარი მძლავრი ტაიფუნი მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ მანილასკენ მიემართება. სამოქალაქო თავდაცვის ოფიციოზმა „უკიდურესი განგაში“ გამოაცხადა, რადგან შტორმი დედაქალაქს ორშაბათს, მოგვიანებით დაატყდება თავს.
მეტეოროლოგების ცნობით, შტორმის სიჩქარე თავდაპირველად 255კმ/სთ-ს აღწევდა, თუმცა ის კვირას შესუსტდა და ახლა მისი სიჩქარე 140 კმ/სთ-ს შეადგენს.
ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, წააქცია ხეები, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანილას სამოქალაქო თავდაცვის ოფისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დედქალაქს თავს დაატყდება მძლავრი ტაიფუნი, რომელსაც თან „ძლიერი წვიმა და წყალდიდობა დაერთვება“.
ოქტომბერში ფილიპინებს სუპერტაიფუნი „ჰაიმა“ დაატყდა თავს, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 2013 წელს სუპერტაიფუნის, „ჰაივანის“ შედეგად 7 350 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.