პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იანვრიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატში აქტიური მუშაობა დაიწყება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაცული იქნება მოდელი - "რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყოს გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, მაგრამ ამავე დროს, იყოს უსაფრთხოების დაცვის ეფექტური მექანიზმი".
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში შესაძლებელი იქნება ვესაუბროთ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პროფესიულ წრეებს. გაიმართება ფართო დისკუსია, ჩვენ მოვძებნით საუკეთესო ბალანსს, რომ ერთი მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული და ამავე დროს, მოსახლეობის უსაფრთხოების წინაპირობები იყოს გარანტირებული.
ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ. ყველა წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს და პრიორიტეტს ანიჭებს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას. როცა საქმე ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება, გარკვეულწილად ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებები იზღუდება და ხდება ამ სივრცეში სახელმწიფოს ჩარევა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა სწორედ ოქროს შუალედის და ბალანსის მონახვა. ჩვენ დავიცავთ მოდელს, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყოს გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, მაგრამ ამავე დროს, იყოს უსაფრთხოების დაცვის ეფექტური მექანიზმი“, -განაცხადა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.