დავით დარჩიაშვილი: 8 წელია, “ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს
26-12-2016, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 წელია, “ ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი "ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია, - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

დარჩიაშვილი აცხადებს, რომ "ტყუილებით პოლიტიკის კეთება მე არ მინდა", ამის სანაცვლოდ, კი მისივე თქმით, ირჩევს "იმის ვალდებულებას, რაც მას ჰგონია მართალი, ის თქვას".

 

 

„იყო მოსყიდვა, დაშინება - მათ შორის იმით, რომ "აი, მოვლენ და მერე ნახეთ". იყო გაყალბების ცალკეული შემთვევები, მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაყალბება, ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს გაყალბებად. ამას ვერც ქუჩაში დგომით უშველი. ტყუილებით პოლიტიკის კეთება კი მე არ მინდა.

 

 

რასაც მაბრალებენ, თითქოს ბიძინასთან შეკვრას ვქადაგებ და მისი დანაშაულებების დავიწყებას. (ერთ-ერთმა - საბანკო ანგარიშები შევუმოწმოთო. ნეტა, შეამოწმონ) ესაა მტკნარი სიცრუე, რომელსაც ან უბირი ადამიანები ავრცელებენ, რადგან წაკითხულიდან შინაარსი თავისი უბირობის მიხედვით გამოაქვთ, ან შეგნებულად აკეთებენ, რომ მეტი ქაოსი და სიძულვილი თესონ. ჩემი ღრმა რწმენით - რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი ნაციონალური მოძრაობა მარტო ბიძინას აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საფრთხობელად. ხოდა ამის შეცვლა მინდა, ამით მინდა ბიძინას ხელში არსებული კოზირის გაჭრა. ამით მინდა, რომ ვაიძულო, შეეშვას დევნას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაეხსნას მედიას, მოუსმინოს და დაუჯეროს ჩვენების ეკონომიკურ ხედვებს. მხოლოდ ამის მერე გახდება შესაძლებელი, არ იყოს რუსული აგენტურა ჩვენს სპეცსამსახურებში. არ გგონიათ, რომ ვინც ზომიერების მომხრენი ვართ და არა პიროვნულად ბიძინას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე მის გუშინდელ მომხრეს, შუაშისტს, თუ რა ვიცი კიდევ ვის უწვდით ხელს, სწორედ ისინი ამოგვიჩემეს რუსეთის აგენტებმა, თუ სასარგებლო იდიოტებმა თავის სამიზნეებად? ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ ასე მგონია. ხოდა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია, მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა“, - წერს დავით დარჩიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი