ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში კომერციული ობიექტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა.
2017 წლის იანვრიდან, მაღალ ძაბვაზე, ძველთან შედარებით, ტარიფმა 0,446-ით მოიმატა, საშუალო ძაბვაზე მომუშავე ობიექტებისთვის ტარიფი 0,035 -ით გაიზარდა, დაბალ ძაბვაზე კომერციული ტარიფი კი, უცვლელი დარჩა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისში მოსახლეობისთვის დენის ტარიფი უცვლელი რჩება.
კომისიის სხდომა კი ამ წუთებშიც გრძელდება. ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფის განსაზღვრაზე მსჯელობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.