ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.
დადიანის ქუჩაზე დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადასცეს. დევნილთა სამინისტროს განმარტებით, 2017 წლის იანვარში კიდევ 200 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში.
„400 დევნილ ოჯახზე გავანაწილეთ ბინები ერთი კვირის წინ. ამ 400 ბინიდან 200 არის თბილისის ზღვაზე, 200 ოჯახს კი თბილისის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე გადავცემთ ბინებს. თუ ვის სად და რომელ სართულზე შეხვდებოდა ბინა კენჭისყრის პროცედურის დროს თავად დევნილებმა აირჩიეს. ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პირველი სართულები იყო განკუთვნილი და კორპუსს აქვს ადაპტირებული შესასვლელი. 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალმოსახლეობას და შესაძლებლობა ექნებათ, რომ ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდნენ. რაც შეეხება დარჩენილ 200 ოჯახს, ვინც თბილისის ზღვაზე მიიღებს ბინებს, სავარაუდოდ მოვასწრებთ რომ ძველით ახალ წელს ისინიც საკუთარ სახლებში შეხვდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, დადიანის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148 ერთოთახიანია, 27 ოროთახიანი, 25 სამოთახიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.