„სუბსიდია დადებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რქაწითელის ვაზის ძირების რაოდენობაზე და რქაწითელის ჯიშის ყურძნის წარმოების მოცულობაზე“ - თსუ-ს ანალიტიკოსი
26-12-2016, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ანალიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი თენგიზ თაქთაქიშვილი მევენახეობაზე სუბსიდირების გავლენასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევაში ამბობს, რომ „სუბსიდია დადებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რქაწითელის ვაზის ძირების რაოდენობაზე“ და „რქაწითელის ჯიშის ყურძნის წარმოების მოცულობაზე“, ხოლო „სუბსიდია საფერავის ჯიშის ყურძენზე არაა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლადი“. ამასთან, „სუბსიდია ვენახის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს იმ მეურნეობებს, რომლებიც რქაწითელის ჯიშის ყურძენს აწარმოებენ.

 

 

„2008 წლიდან მევენახეები მათ მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ჩაბარებული ყურძნის თითოეულ კილოგრამზე სახელმწიფოსგან იღებენ გარკვეული მოცულობის სუბსიდიას. ყურძნის ფასის მხარდაჭერის პოლიტიკის მიზანი იყო მევენახეების დანაკარგების კომპენისრება, რაც განაპირობა 2006 წელს რუსეთის ბაზრის დაკარგვამ. სუბსიდიების უდიდესი ნაწილი მოდიოდა კახეთის რეგიონზე. განსხვავებული იყო სუბსიდიების მოცულობა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნებისთვის. სუბსიდირების პოლიტიკის გავლენა მისი მიმღები მევენახეების მიერ წარმოებული ყურძნისა და მათ მფლობელობაში არსებული ვაზის ნარგავების რაოდენობაზე გავაანალიზეთ სადოქტორო ნაშრომში.

 

 

განხორციელებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სუბსიდია დადებით და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რქაწითელის ვაზის ძირების რაოდენობაზე. რეგრესიული ანალიზის თანახმად, რქაწითელზე სუბსიდიის 1 ლარით გაზრდა ამ ჯიშის ვაზის ძირების რაოდენობას გაზრდის 1225 ერთეულით. მიღებული შედეგი აჩვენებს, რომ სუბსიდია ვენახის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს იმ მეურნეობებს, რომლებიც რქაწითელის ჯიშის ყურძენს აწარმოებენ. სუბსიდირების პოლიტიკის საშუალებით სახელმწიფოს შეუძლია ამ ჯიშის ყურძნის ვენახების ფართობების ზრდას შეუწყოს ხელი. ანალიზმა აჩვენა, რომ სუბსიდია საფერავის ჯიშის ყურძენზე არაა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლადი. ეს შეიძლება განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით, კერძოდ: საფერავზე სუბსიდიის კლებადი მოცულობა; საფერავის ჯიშის ვაზის მოვლის უფრო მაღალი დანახარჯები.

 

 

 

 

 


სუბსიდია, ასევე, დადებით გავლენას ახდენს რქაწითელის ჯიშის ყურძნის წარმოების მოცულობაზე. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ რქაწითელზე სუბსიდიის გაზრდა 1 პროცენტით, იწვევს რქაწითელის ჯიშის ყურძნის წარმოების მოცულობის გაზრდას 0,08 პროცენტით. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მასზე გაცემული სუბსიდია, ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლადი, რომელიც გავლენას მოახდენდა საფერავის ჯიშის ყურძნის წარმოებაზე.

 


სხვადასხვა მოსალოდნელ სცენარებზე მევენახეების განწყობების კვლევისას გამოვლინდა, რომ გამოკითხულ მევენახეთა 93 პროცენტისთვის არსებული მდგომარეობა იძლევა იმის სტიმულს, რომ გაზარდონ ან არ შეამცირონ ვენახების ფართობი. სუბსიდიების გაუქმების შემთხვევაში, მეურნეობათა მხოლოდ 3 პროცენტი აპირებს ვენახის ფართობის გაზრდას. გამოკითხულთა თითქმის მესამედი აცხადებს, რომ სუბსიდიების გაუქმების შემთხვევაში შეამცირებს ვენახის ფართობს. რუსეთის ბაზრის კვლავ ჩაკეტვის შემთხვევაში მეურნეობათა 33 პროცენტის რეაქცია იქნება ვენახების შემცირება. ამრიგად, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა ვენახების ფართობების ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.

 


აქედან გამომდინარე, სუბსიდირების პოლიტიკა ამ ეტაპზე შენარჩუნებული უნდა იყოს იმ სახით, როგორი სახითაც ამჟამადაა წარმოდგენილი - დამოკიდებული უნდა იყოს წარმოების მოცულობაზე, რათა სტიმული მისცეს ვენახების გაფართოებასა და ყურძნის წარმოების ზრდას. სუბსიდიის არსებობა მევენახეებს უქმნის გარკვეული სტაბილურობის შეგრძნებას და უზრუნველყოფს მათთვის დამატებით შემოსავალს“, - ნათქვამია კვლევაში.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   ika.
      
საინტერესოაა.swrafi sesxebi
28 დეკემბერი 2016 01:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი