კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალიდან 2 დღის წინათ გაუჩინარებული მოზარდი, თორნიკე გახელაძე მუხიანის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის მოზარდი თორნიკე გახელაძე კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალიდან 2 დღის წინ გაუჩინარდა. მოზარდი ბოლოს თანასოფლელებმა სოფელში 2 უცნობ პირთან ერთად ნახეს.
ნათესავები მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ახლობლების თქმით, ოჯახში მოზარდს პრობლემები არ ჰქონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.