ირაკლი ღლონტი საპარლამენტო ოპოზიციის „ივანიშვილთან წარმოებული კონსპირაციული შეხვედრისა და გარიგებების“ ეჭვის პირობებში პარლამენტის ქუდის ქვეშ მოსმენების ე.წ. გასაღების მფლობელი სააგენტოს შექმნის წინააღმდეგია
26-12-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსმენებთან დაკავშირებით გააქტიურებულ საკითხს „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ეხმაურება და პარლამენტს განსახილველად ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს. ირაკლი ღლონტი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის შესახებ. იგი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მომუშავე ძალები გასაღების და ადამიანის უფლებების დაცულობას ვერ უზრუნველყოფენ.

 


ღლონტი არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ პარლამენტის ქუდის ქვეშ უნდა შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანო - სააგენტო, რომელიც იქნება ე.წ. გასაღების მფლობელი.

 


„მიზეზი მარტივია, მე ამ ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ პარლამენტში მყოფი ძალები ვერ უზრუნველყოფენ დაცულობას, ეს ის პოლიტიკური ძალებია, რომელიც პრაქტიკაში გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთთან მართავენ პოლიტიკურ ფლირტს, უფრო მეტიც, დღეს საუბარია გარიგებებზეც, რომელიც საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გამომდინარეობს ბიძინა ივანიშვილთან წარმოებული კონსპირაციული შეხვედრიდან. ეს სააგენტო თავისუფლად შეიძლება მოექცეს გარიგების საგნად და იგი დაკომპლექტდეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებით, რომლებიც დირექტივებს მიიღებენ სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. სააგენტო მაღალი ალბათობით მხოლოდ თეორიულ საწყისებზე იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი“, - აცხადებს „რეფორმატორები“ თავმჯდომარე, რომლიც სასამართლო სისტემაში რეფორმების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

 


„სისხლის სამართლის კანონმდებლობა არეგულირებს საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც გათვალისწინებულია მოქმედების განხორციელების სპეციალური წესი გადაუდებელი აუცილებლობის დროს. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მომენტიდან 24 საათის მანძილზე ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს გამოაქვს განჩინება მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა წავიდეს მოსმენების საკითხის სამართლებრივი რეგულირება. თუ საგამოძიებო ორგანო დანაშაულის თავიდან აცილების ან მისი გახსნის მიზნით სასამართლოს ნებართვის გარეშე განახორციელებს მოსმენას, იგი ვალდებული იქნება 24 საათის განმავლობაში მტკიცებულების დასაშვებობის მიზნით მიმართოს სასამართლოს.

 


რაც შეეხება გასაღებს, ანუ ტექნიკურ მხარეს, მიმაჩნია, რომ იგი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მობილური ოპერატორების ხელში და მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით უნდა განხორციელდეს მოქმედების შესრულება. ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო ინსტიტუციის ქვეშ არსებული ტექნიკური შესაძლებლობები, ხელისუფლების ცდუნებიდან გამომდინარე ყოველთვის იდგება მომეტებული რისკის ქვეშ. ხელისუფლება მობილურ ოპერატორებთან უნდა თანამშრომლობდეს, როგორც ტექნიკურად ისე იურიდიულად. კონტრარგუმენტად რუსული მობილური ოპერატორის - ბილაინის, მობიტელის დასახელებას ვერ გავიზიარებ, იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს ამ კომპანიისგან უკანონო მოსმენების საფრთხე, იქამდე ვიდრე ჩვენს ქვეყანაში არსებობს სუსტი ხელისუფლებები და მის კვალდაკვალ ფუნქციონირებს ძლიერი რუსული სპეცსამსახურები“ - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი