ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე იმედოვნებს, რომ სოფელ მოხეში „ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ისურვებდა ორივე მხარე“. როგორც მან Guardian.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მოხეში მიმდინარე მოვლენები დაკვირვების ქვეშ არის.
გამგებლის თქმით, სოფელ მოხეს სკოლის დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლე გოგონასთვის სკოლაში თავსაბურავის ტარების აკრძალვის ფაქტი არ მომხდარა. რაც შეეხება თავსაბურავთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემას, გამგებელი აცხადებს, რომ „დირექტორმა შეიძლება უამრავი შენიშვნა მისცეს მოსწავლეებს“.
„აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს მიმდინარე მოვლენებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად ეს ბავშვებიც ერიდებიან სიტყვა აკრძალვის გამოყენებას. აკრძალვასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. რაც შეეხება შენიშვნის მიცემას, დირექტორმა შეიძლება უამრავი შენიშვნა მისცეს მოსწავლეებს.
ასე რომ, საკითხი ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ არის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ისურვებდა ყველა მხარე ამ შემთხვევაში", - განუცხადა Guardian.ge-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
სოფელ მოხეს საჯარო სკოლის მუსლიმი მოსწავლეები დღეს გაკვეთილებს არ დაესწრნენ. მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია, მათივე განცხადებით, ერთ-ერთი მოსწავლის უფლებების დასაცავად გამართეს.
მოსწავლეების თქმით, პროტესტის მიზეზი სკოლაში რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ფაქტია. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სკოლის დირექტორის მიერ მე-12 კლასელი გოგონასთვის თავსაბურავის გამო შენიშვნის მიცემას გულისხმობს, მედიის ნაწილი კი დირექტორის მიერ მოსწავლისათვის თავსაბურავის ტარების აკრძალვაზე საუბრობს.
გაფიცულ მოსწავლეებს დღეს მუფტი მამუკა ვაშაყმაძე შეხვდა და მათ სიმშვიდისაკენ მოუწოდა.
ვაშაყმაძემ განათლების და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ადგილზე ჩასვლა და პრობლემის მოგვარებაში პირადად ჩართვა ურჩია.
მედიასთან კომენტარი გააკეთა მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმაც.
მისი თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, საპროტესტო აქცია კი რელიგიურ ხასიათს ატარებს და სკოლის გარეშე ძალებისაგან არის მართული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.