შსს-ს აკადემიის პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
შსს-ს ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიაზე, კონსტიტუციაში არსებულ რიგ ხარვეზებსა და შესატან ცვლილებებზე, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკაზე ესაუბრა.
საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ირაკლი კობახიძემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრას, აკადემიის სტუდენტებთან ერთად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავჯდომარემ შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.