"დღეს გვაქვს ასეთი მოდელი - ძლიერი პრემიერ მინისტრი, სუსტი მთავრობა, სუსტი პარლამენტი, სუსტი პრეზიდენტი - ეს არის მოქმედი კონსტიტუციის საერთო ბუნება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას.
პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიაზე, კონსტიტუციაში არსებულ რიგ ხარვეზებსა და შესატან ცვლილებებზე, ასევე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრინციპებსა და სპეციფიკაზე ესაუბრა.
"პრაქტიკაში დღეს არ იჩენს თავს ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ამას განაპირობებს პოლიტიკური ურთიერთობების რეალური პრაქტიკა, რომელიც დღეს საქართველოშია ჩამოყალიბებული. თუმცა, გრძელვადიან პრაქტიკაში, ნებისმიერმა დაუბალანსებელმა სისტემამ შეიძლება, გამოიწვიოს პრობლემები და აქედან გამომდინარე, დღეიდანვე საჭიროა ფიქრი, რომ შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუცია და ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მოდელი, რომელიც მთლიანად თავსებადი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე სტუდენტებს 2010 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ესაუბრა.
„ჩვენ გადავედით საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე. დღევანდელი სისტემა არის საპარლამენტო სისტემა. ხშირად საუბრობენ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც თითქოს დღეს მოქმედებს საქართველოში. დღევანდელ სისტემას ნამდვილად არ აქვს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის გამოკვეთილი ელემენტები, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაც არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა არის ნახევრად საპრეზიდენტო. დღევანდელი სისტემა არის რეალურად საპარლამენტო სისტემა და შესაბამისად არის გადანაწილებული როლები და კომპეტენციები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას, არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის შენიშვნები, რომლის მიხედვითაც, უნდა გაძლიერებულიყო პარლამენტის როლი და მკაფიოდ გამიჯნულიყო პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.