საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გააკეთა.
პრემიერ მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე.
"განათლება არის თავი და თავი განვითარებისა და პროგრესის. განათლების სისტემის მნიშვნელოვანი განვითარების გარეშე პროგრესი ქვეყანაში არ გვექნება. ასი პროცენტი იმ პრობლემების გადაჭრისა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის განათლების სისტემაში. სწორედ ამიტომ, ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახლებულია განათლების სიტემის განვითარება და რეფორმა. განათლების სისტემა უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე, განვითარებაზე, თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქის მიზანზე.
მინდა, მთელი მთავრობის სახელით და არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი ჩვენი პოლიტიკური და საპარლამენტო გუნდის სახელითაც გამოვთქვა სრული მხარდაჭერა იმ რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ. ვუსურვებ წარმატებას მინისტრს! სანდრო არის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას და განათლების სისტემა, რომელსაც შევქმნით, იქნება დაფუძნებული უახლეს ტექნოლოგიებზე, საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის განათლების წვდომაზე, მასწავლებლის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობის ამბიციურ გეგმას - საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების, მეცნიერების და კვლევის ცენტრი რეგიონში. მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება ამ გეგმას წარმატებით განახორციელებს. მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს.
"ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი და მსოფლიოში საუკეთესო დუალური განათლების მოდელი ავირჩიეთ. უმაღლესი განათლება იქნება ორიენტირებული სწრაფი განვითარების მოთხოვნებზე. საქართველო გახდება მეცნიერების, კვლევის და განათლების რეგიონული ჰაბი და ჩვენ ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, ვფიქრობ, რომ თვისობრივად შეცვლის ქვეყანაში განათლების შესაძლებლობებს და იქნება მართლაც რევოლუციური გარღვევა ამ მიმართულებით. ჩვენ გაგვაჩნია საუკეთესო პედაგოგიური პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მისხალს ამ შესაძლებლობების, მივმართავთ სწორი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ამოცანა და რა თქმა უნდა, "ტალანტის გადინება" ქვეყნიდან ამ ძალისხმევის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრი "ტალანტის შემოდინებაც" იქნება აუცილებელი,” - აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.