„ბლუმბერგის“ სისტემაში ლარი დოლართან მიმართებაში რამდენიმე საათში თითქმის 6 თეთრით გამყარდა
27-12-2016, 04:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დღეს სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6500 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, 14:05 საათი), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.7050-ით გაიხსნა. საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენიმე საათში 0.0575 პუნქტით გამყარდა.

 

 

საქართველოს კომერციულ ბანკებში კი კურსი შედარებით უფრო მაღალია. მაგალითად „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი დღეს (14:05 საათის მონაცემებით) 2.6890 ლარს შეადგენს, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.6150 ლარია. 1 ევროს გასაყიდი ფასი 2.8230 ლარია, ხოლო შესყიდვის ფასი 2.7220 ლარი. 1 გირვანქა სტერლინგის გასაყიდი ფასი 3.3220 ლარია, ხოლო მისი შესყიდვა 3.1890 ლარად ხორციელდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს „პროკრედიტ ბანკში“ განუცხადეს.

 

 

თბილისის სავალუტო ჯიხურების დიდ ნაწილში 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.66 -2.68 ლარად არის შესაძლებელი. 

 


საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს მოგვიანებით, დაახლოებით 16:40 საათზე გამოაცხადებს.

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორშაბათს, 26 დეკემბერს, გამოცხადებული ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.7302 ლარია.

 

 

კომენტარები: 1
#1   goga
      
საახალწლოდ გამყარდება კი მაგრამ ახალი წლის მერე აიწევ ს სამწუხაროდ. geosesxebi.ge
27 დეკემბერი 2016 06:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი