რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო მზად არის რუსეთს დახმარება გაუწიოს Ту-154-ის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ძებნაში თუ რუსული მხარისგან ასეთი თხოვნა იქნება.
აღნიშნულ საკითხზე ზურაბ აბაშიძე "რია ნოვოსტის" ესაუბრა.
"ჩვენ გავქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ ყაზბეგის რაიონში მეწყერის დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში. ასე რომ, ასეთი გამოცდილება არის და, როდესაც არსებობს აუცილებლობა, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენთის ასეთი თხოვნით არ მოუმართავთ”, - განაცხადა აბაშიძემ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა 25 დეკემბერს განიცადა. „ტუ-154“-ის ბორტზე, რომელიც საწვავის შესავსებად სოჭში დაშვების შემდეგ აფრენიდან 2 წუთში გაუჩინარდა რადარებიდან, წითელი არმიის გუნდის მომღერლები, მოცეკვავეები, ორკესტრის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფი 92-ვე ადამიანი დაიღუპა.
სოჭის სიახლოვეს, სამძებრო ოპერაციაში 3 000-ზე მეტი ადამიანი გემებით, თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, წყალქვეშა გემებით იყო ჩართული და ცხედრების ძებნის სამუშაოები კვლავ გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.