საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ტექნიკის ნაწილი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცეს.
"აღნიშნული რეგიონი ტურისტულად დატვირთულია და ნარჩენების ინტენსიურ გატანას საჭიროებს. ახალი ნაგავმზიდი მანქანები კი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და სხვა სპეც-ტექნიკასთან შედარებით, უფრო მეტი სიმძლავრისაა, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას. ტექნიკასთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტს 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერიც გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოყვანილი ნაგავმზიდები მერსედესის ფირმისაა და თურქეთში იწყობა კომპანია ,,კატმერჩილერის“ მიერ.
ტექნიკა საქართველოს 66 სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გადაეცემა. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მლნ ევროა", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.