„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო კანონით უფრო მეტად დაცული", - აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 4-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო კანონით უფრო მეტად დაცული - რომ მართლმსაჯულება ყოფილიყო დეპოლიტიზირებული, რომ პროკურატურა ყოფილიყო უფრო ღირსეული უწყება, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში და არ ყოფილიყო, როგორც ამას მე ვისახავდი მიზნად, ხელწამოსაკრავი ვინმეს მიერ. ვფიქრობ, რომ ის კანონები, რაც შევიმუშავეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტების მხრივ, ვინც მონაწილეობს მართლმსაჯულების ქმნაში, ვდგავართ განვითარების სწორ გზაზე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრეზენტაციას ეროვნული არქივის პავილიონში მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.