სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით დაამტკიცა. ამის შესახებ Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი 18 ხმით მიიღეს, სხდომას სულ 20 დეპუტატი ესწრებოდა.
სიღნაღის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ წარადგინა. ბიუჯეტი 6086,7 ათასი ლარით განისაზღვრა.
სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.