მედიაჰოლდინგმა "იმედმა" დაასრულა მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე, ხოლო ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელისაც "იმედი" ავრცელებს.
"მედიაჰოლდინგი “იმედი” მოხარულია გაცნობოთ, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია “მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგის “იმედის“ შემადგენელი ნაწილი.
ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.
იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ, მედიაჰოლდინგი “იმედი” ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.
გვჯერა რომ, გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედიასივრცის განვითარებაში.
ვსარგებლოთ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. გმადლობთ ერთგულებისთვის, აქ იმედია,ინა გუდავაძე", - აღნიშნულია "იმედის" განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.