გიგა ბოკერია: მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი სიბინძურეს, ტალახს ისვრის და სამარცხვინოდ იქცევა
27-12-2016, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "პარტიაში მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი სამარცხვინოდ იქცევა". 

 

 

მისი თქმით, ბინძური კამპანია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დაიწყო და ახლა "ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს პარტიას".

 

 

ბოკერია ფიქრობს, რომ "ამ შემთხვევაში გასაღები მიხეილ სააკაშვილის ხელშია".

 

 

„პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ეს ძალიან ცუდი, ბინძური კამპანია. ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ეს კამპანია გაგრძელდება პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით, ძალიან სამწუხარო რეალობაა....

 

 

მძიმეა ეს ვითარება, ჩვენ ვხვდებით ჩვენს რიგით წევრებს და გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს. ვიმსჯელებთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი