წმინდა სინოდი: წმიდათა დასში შეირაცხოს საქართველოს მეფე ბაგრატ III, იმერეთის მეფე სოლომონ I, კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე)...
27-12-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წმინდა სინოდმა 22 დეკემმბერს ზოგიერთ პირთა კანონიზაციის შესახებაც იმსჯელა და განაჩინა, რომ წმიდათა დასში შეირაცხოს საქართველოს მეფე ბაგრატ III, იმერეთის მეფე სოლომონ I, კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), მონოზონი ნინო (ამილახვარი 1784-1839), იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904), სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1939).

 

 

„1) წმიდათა დასში შეირაცხოს მონოზონი ნინო (ამილახვარი 1784-1839), და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო, სამთავროს ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის განმაახლებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (11) 24 თებერვალი.

 

 

2) წმიდათა დასში ასევე შეირაცხოს იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904) და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია); შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (29 დეკემბერი) 11 იანვარი.

 

 

3) წმიდათა დასში შეირაცხოს სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1939) და ეწოდოს მას, – ღირსი თამარ აღმსარებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (10) 23 ივნისი.

 

 

4) წმიდათა დასში შეირაცხოს საქართველოს მეფე ბაგრატ III და ეწოდოს მას, – წმიდა კეთილმსახური მეფე ბაგრატი, საქართველოს გამაერთიანებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (24აპრილი) 7 მაისი.

 

 

5) წმიდათა დასში შეირაცხოს იმერეთის მეფე სოლომონ I და ეწოდოს მას, – წმიდა კეთილმსახური მეფე სოლომონი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (23 აპრილი) 6 მაისი.

 

 

6) წმიდათა დასში შეირაცხოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) და ეწოდოს მას, – წმინდა პატრიარქი კალისტრატე; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (21 მაისი) 3 ივნისი“, - ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი