შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულები დააკავა.
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1996 წელს დაბადებული ტ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.