გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
15-03-2015, 07:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა პროკურატურის მოთხოვნა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინათ დააკმაყოფილა და განაჩენი გამოაცხადა. 

 

 

პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი გუშინ წაუყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი - დაუმძიმდათ. 

 

 

გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ სასამართლო არის "ივანიშვილის ჩმორი" და ემსახურება მისი იდეების "გაპრავებას", შესაბამისად, მის სასამართლო პროცესებზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს.

 

 

"მე პროცესში მონაწილეობის მისაღებად არ მოვსულვარ. ეს ყველაფერი ფარსია. კონსტიტუციას აუპატიურებენ. სასამართლო და პროკურატურის ქმედება გავიდა კონსტიტუციური სივრციდან. წინასწარ არის ცნობილი გადაწყვეტილება და ფარსში არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ არის მიღებული," აღნიშნა გიგი უგულავამ.


დედაქალაქის ყოფილმა მერმა მოსამართლესაც მიმართა და უთხრა, რომ მას არავინ ეკითხება გადაწყვეტილებას და ის სპეციალურად განაწესეს მის პროცესზე, რათა სწორედ ის გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც ივანიშვილს აწყობს. მისივე თქმით, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ადამიანი წინასწარ პატიმრობაში მთელი ცხოვრება უნდა იყოს და "პროკურატურას სურს პატიმრობის 9-თვიანი ათვლა ხელახლა დაიწყოს".



გიგი უგულავას თქმით, მისი დაკავება იყო პოლიტიკური და, შესაბამისად, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. გიგი უგულავას განცხადებას სასამართლო პროცესზე დამსწრეები, მისი მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ, რის შემდეგაც სხდომის დარბაზი შეძახილების ფონზე დატოვეს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი