„იარე ფეხით" მხარს უჭერს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, ბარ-რესტორნების მიერ საჯარო სივრცეების უკანონო გამოყენების აღკვეთის შესახებ
27-12-2016, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იარე ფეხით“ მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ქალაქის ისტორიულ უბნებში გარე კაფეების მიერ უკანონოდ მოწყობილი კონსტრუქციების დემონტაჟის მოთხოვნის შესახებ, კერძოდ კი შარდენის და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე. ამის შესახებ Guardian.ge-ს ორგანიზაციიდან აცნობეს.

 

 

მათი შეფასებით, გარე კაფეების მიერ ისეთი საფეხმავლო ქუჩების მასობრივი მითვისება, როგორებიცაა შარდენი, ბამბის რიგი, რკინის რიგი, ერეკლე მეორე, ამტკიცებს რომ ქვეითებზე მორგებული უბნები მიმზიდველია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სოციალური ურთიერთობებისთვის და ტურიზმისთვის.

 

 

„თუმცა, კაფეების ტერასების მაქსიმალურმა გაფართოებამ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ფეხით გადაადგილება ქვეითთათვის დატოვებულ ვიწრო ბილიკებზე. ადგილობრივი თვითთმართველობის მხრიდან მონიტორინგისა და აღსრულების სუსტმა მექანიზმებმა, გამოიწვია ბიზნეს ინტერესის სასარგებლოდ საჯარო სივრცის ბოროტად გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულად დაკავება.

 

 

უკვე წლებია „იარე ფეხით“ აქტიურად უჭერს მხარს ქვეითთა ძირითადი უფლებების აღდგენას საქართველოს ქალაქებში და მოითხოვს ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბრუნებას ადამიანებისთვის. ახლახანს, ორგანიზაციამ და მისმა ქვეითთა ასოციაციამ წამოიწყო „თბილისის მახინჯი ტურების" საგანმანათლებლო ციკლი. საფეხმავლო ექსკურსიები მოიცავს თბილისში ბოლო ათწლეულების მანძილზე უკონტროლო ურბანული პროცესებით დაზარალებულ მონაკვეთებს, სადაც საფრთხე ექმნება ქალაქის იდენტობას, კულტურულ მემკვიდრეობას და საჯარო სივრცეს. 2016 წ. ოქტომბრის მახინჯი ტურის ერთ-ერთი თემა სწორედ დაკარგული საჯარო სივრცეები და ბიზნესის მიერ ძველ თბილისში საფეხმავლო ქუჩების უკანონო მიტაცება გახლდათ.

 


„იარე ფეხით“ მხარდაჭერას უცხადებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გარე კაფეების მიერ საზოგადოებრივი სივრცეების თვითნებური გამოყენების აღკვეთის შესახებ. ჩვენ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ურბანული სივრცეების, ქალაქის მცხოვრებლების საკეთილდღეოდ შეცვლისკენ. იარე ფეხით და ქვეითთა ასოციაცია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს თბილისის მერიასთან ამ პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად და მოუწოდებს მას, მიმართოს მსგავს ზომებს სხვა საფეხმავლო ქუჩებზეც, როგორიცაა მაგ. ტაბიძის ქუჩა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი