„წამოჭრილი პროვოკაციული თემები, რომ მთავრობის დათხოვნა პრემიერის ჩათვლით მოხდება, არა მხოლოდ ჭორია“ - სოსო ცისკარიშვილი
27-12-2016, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქვეყნის „კადრებთუხუცესი“ [ბიძინა ივანიშვილი] პრემიერ მინისტრის თაოსნობით მთავრობას დაითხოვს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 


„არ მგონია, რომ მომავალი წელი თავად მთავრობისთვისაც სახარბიელო იყოს. ეჭვი მაქვს, რომ შექმნილ სიტუაციას ბევრი მათგანი ვერც კი გაუძლებს… არც ის გაგიკვირდეთ, რომ ზოგიერთმა პარლამენტარმა ან მთავრობის წევრმა საკუთარი კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადოს. სიტუაცია ისეთი შეიქმნება, რომ ბევრი თანამდებობის პირი რისკზე წასვლას სახლში წასვლას ამჯობინებს…ამას კი არ ვვარაუდობ, არამედ შესანიშნავად ვფლობ ინფორმაციას იმაზე, თუ ჩვენი კადრებთუხუცესი ვინ არის, ამიტომ წამოჭრილი პროვოკაციული თემები, რომ მთავრობის დათხოვნა პრემიერის ჩათვლით მოხდება, არა მხოლოდ ჭორია“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

 

 

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ყველა ის ქცევა, რისი მიუღებლობითაც ჩვენს საზოგადოებას თავს აწონებდა, გაიმეორა და არაფერი გამოუტოვებია იმ ხრიკებიდან, რომელსაც მისი წინამორბედი ხელისუფლება ჩადიოდა“.

 


„ამ პარტიის მთავარი ბრძოლის მიზანი არა ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება იყო, არამედ საქართველოს კონსტიტუციის პრივატიზაცია. არჩევნებიდან ორი თვე გავიდა და ეს დრო უკვე გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა არც თუ მიმზიდველ რეალობაში აღმოჩნდა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი, რომლის ვარაუდითაც „იმედგაცრუებული ამომრჩეველი“ ახალი ლიდერის ძებნას დაიწყებს.

 

 

„რაც უფრო დრო გავა, საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის სურვილი და მზაობა გაიზრდება. იმედგაცრუებული ამომრჩეველი, რომელიც უბრალოდ პატარა ბავშვივით მოატყუეს, ახალი ლიდერის ძებნას დაიწყებს.“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი