ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, სამხედრო პოლიციის ბატალიონებს უძლიერდებათ სამხედრო ფუნქციები და მათი დანიშნულება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით არ შემოიფარგლება
28-12-2016, 00:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-ს სტანდარტები და ბიუჯეტის ეფექტური გადანაწილება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს განცხადება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

 

გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები სენაკში, II მსუბუქ ქვეით ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში, ასევე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში გამართა.

 


ბრიგადის გენერალმა სამხედროებთან საუბრისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის ფარგლებში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მტკივნეული პროცესის მიუხედავად, ოპტიმიზაციის უმთავრეს მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს.

 


გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო პოლიციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონებს უძლიერდებათ სამხედრო ფუნქციები და მათი დანიშნულება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით არ შემოიფარგლება.

 

 

გენერლის თქმით, მათ მოვალეობებს მობილურობის მხარდაჭერის რეკოგნოსირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადისა და ტყვეთა დაცვის კონტროლის ფუნქციები დაემატება, რაც თავისთავად სამხედრო ელემენტებს მოითხოვს - რეფორმების შედეგად შემცირდება სახელფასო და ადმინისტრაციული ფონდი, გამოთავისუფლებული სახსრები კი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება.

 


დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელობამ გენერალ ჩაჩიბაიას სამხედრო ნაწილებში არსებული ვითარება დეტლურად გააცნეს და თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი