გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა
28-12-2016, 01:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

 

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შსს-ს ბულგარეთის მხარესთან სამართლდაცვით სფეროში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, რის საფუძველზეც ეფექტური თანამშრომლობა ხორციელდება.

 

 

საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა 2015 წელს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, რუმიანა ბაჩვაროვას ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულების - „საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მნიშვნელობას.

 

 

გიორგი მღებრიშვილმა და დესისლავა ივანოვამ საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და ბულგარეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. უწყების ცნობით, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

 

 

შს მინისტრი ბულგარეთის ელჩს სამინისტროს ახალი დეპარტამენტის - ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრა, მისი მუშაობის პრინციპები და დანიშნულება გააცნო.

 

 

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა დესისლავა ივანოვას, შს სამინისტროს სახელით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი