საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აზერ ჰუსეინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ხასიათსა და პარტნიორულ ურთიერთობებს გაესვა ხაზი.
მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს, საქართველოში საქმიანობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.