საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ნიკა მელიას განცხადებით, "იმედის" "მაესტროსა" და "GDS"-ის გაერთიანების პროცესში ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია ჩართული.
მისი თქმით, ივანიშვილის "მთავარი ამოცანაა, ხალხის ხმა არ ისმოდეს".
„თავიდან ბოლომდე ივანიშვილია ჩართული ამ პროცესში რომელსაც სურს მარტივი რამ, რომ ყველა მთავარი მედიასაშუალება იყოს მის კონტროლს ქვეშ. ექნება შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, "რუსთავი 2"-საც გააერთიანებს "იმედთან", "მაესტროსთან" და "GDS"-თან. ეს არის ივანიშვილის მთავარი ამოცანა, რომ ხალხის ხმა არ ისმოდეს და არ იყოს მთავარი ოპოზიციური ტელეარხი არც ერთი", - განაცხადა ნიკა მელიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
"იმედის" ცნობით, მედიაჰოლდინგმა "იმედმა" დაასრულა მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე, ხოლო ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.