საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, 2016 წელი ქართული დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკისთვის "საკმაოდ წარმატებული" იყო.
ჯანელიძე ფოქრობს, რომ 2016 წელი ისტორიაში შევა, როგორც "ახალი ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების".
"პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 2016 წელი შევა ისტორიაში როგორც ახალი ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების. ივლისში, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება და სრულად ამოქმედდა. ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტი და ასევე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, შერიგების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საწინდარი.... უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ეს დისკუსიები და რაუნდები, რომელიც იმართება რეგულარულად, საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. არ არის პროგრესი ძირითად საკითხებზე, რომელიც აქტიურად დგას დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან და ხდება ამ საკითხების გადაჭრის მიმათულებით საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო, არ არის პროგრესი ამ ფორმატში ძირითად საკითხებზე, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.