ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდებას, საერთაშორისო კოალიციის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” მხარადჭერის შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარკ ტონერი აცხადებს, რომ ერდოღანის ამ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია.
„ეს ბრალდება სასაცილოა. ასეთი განცხადების საფუძველი არ არსებობს. არა მგონია, ვინც ხედავს ჩვენს ქმედებებს ჩრდილოეთ სირიაში და ერაყში, არ დაენახა, რომ ჩვენ ასი პროცენტით ვიბრძვით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისთვის“, - განაცხადა ტონერმა, რომელმაც ასევე უარყო რუსეთის განცხადება აშშ-ის მიერ სირიელი ამბოხებულებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდების შესახებ.
“ჩვენ არ ვაწვდით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სირიულ ოპიზიციას, ჩვენ უკვე გვსმენია მსგავსი განცხადებები და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მსგავსი ტიპის იარაღი შესაძლოა, სირიაში მოხვდეს”, - აღნიშნა მარკ ტონერმა.
ერდოღანმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აქვს მტკიცებულებები, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის, "ისლამურ სახელმწიფოს" უჭერენ მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.