თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნასა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
"რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულებას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2017 წლის ზაფხულში გეგმავს.
ახალი მუზეუმი რეაბილიტირებული ბატონის სასახლის მიმდებარედ შენდება. სასახლის სარეაბლიტაციო სამუშაოები, ფონდმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულა.
პროექტის ფარგლებში 65 ადამიანია დასაქმებული", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.