ელენე ხოშტარია: იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას
28-12-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

 


მისი თქმით, "გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს დღეს მიხეილ სააკაშვილი, იმ კამპანიის გარდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ თითქოს გარიგებულები ვართ და გვაყენებენ შეურაცხყოფას, ახლა გადაწყვიტა, რომ იურიდიულ, დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვან".

 

 

 

ხოშტარია აცხადებს, რომ აღნიშნული გუნდი პარტიაში თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს.

 

 

"ამ ზღვრამდე პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ, თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი