საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სასახლეში ფონდი „ნატვრის ხის“ ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო, საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონცერტი, რომლიდანაც შემოსული თანხა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში კონცერტის ორგანიზატორს, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და კონცერტის მონაწილე უცხოელ შემსრულებლებს სიტყვით მიმართა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მივესალმო ქალბატონ ნინოს და მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნისადა ხალხის სახელით, იმისთვის რასაც აკეთებს ჩვენი ბავშვებისთვის, ვისაც დახამრება სჭირდება.
მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც გაერთიანდა ყველაზე მაღალი ღირებულების ჰუმანიზმის ირგვლივ და ჩამოვიდა ჩემს სამშობლოში იმისთვის, რომ დაეხმაროს ბავშვების ჯანმრთელობას.
თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე მაღალ ჰუმანურ ღირებულებას ემსახურებით და ამავე დროს, ჩვენ ამ სამსახურის მაგალითს გვაძლევთ.
დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეს არაჩვეულებრივი კონცერტი, რომლითაც მთელი ქართული საზოგადოება იზეიმებს ხელოვნების უნარს დაძლიოს ტკივილი, დაძლიოს ავადმყოფობა და შექმნას ჰუმანიზმის არაჩვეულებრივი პრეცედენტები. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა ამ ნაბიჯისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.