ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, 43.95 მილიონი ევრო გამოუყო
28-12-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, 43.95 მილიონი ევრო უსასყიდლო გრანტის სახით გამოუყო.

 

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს სფეროებია: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. ფულადი სახსრების გამოყოფა მოხდა აგრეთვე საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის, საჯარო მმართველობის, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის მხარდასაჭერად.

 

 

თითოეულ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად, ევროკავშირმა გამოიტანა დასკვნა, რომ წინსვლა აღინიშნება შემდეგ სფეროებში:

 

 

1. ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერა: 6 მილიონი ევრო ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად და აგრეთვე ქართული ბიზნესებისთვის ევროკავშირთან ვაჭრობის პოტენციალის ათვისების ხელშესაწყობად;

 

 

2. დასაქმება, პროფესიული განათლება და სწავლება (EVET): 3.75 მილიონი ევრო გამოიყოფა დასაქმების, პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროებში რეფორმების გასაუმჯობესებლად. ეს საბიუჯეტო მხარდაჭერა ევროკავშირის უფრო ფართო დარგობრივი დახმარების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს სწავლების შემდგომ სამსახურის შოვნის პროცესის გაუმჯობესებას, რათა ხალხს დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები მიეცეს;

 

 

3. სოფლის მეურნეობა (ENPARD I): სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდასაჭერად, 6.5 მილიონი ევრო ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ENPARD-ის პირველი ფაზის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების ბოლო ნაწილია. ENPARD I-ის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ეთმობა კოოპერატივების ჩამოყალიბებას, რეგიონულ დონეზე საინფორმაციო მომსახურების გაწევას, მცირე ფერმერთა შესაძლებლობების განვითარებას და სახალხო დონეზე სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივათა წახალისებას. ENPARD I-ის ფარგლებში, დახმარება გაეწია სოფლის მეურნეობის სამინისტროს "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის" განსახორციელებლად. აგრეთვე, დახმარება გაეწია სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ სხვა უწყებებსაც.

 

 

4. კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა: 3 მილიონი ევრო ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირის პროგრამის ბოლო ფაზის ფარგლებში, რომელიც მიმართულია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისკენ. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და გრანტის სახით დახმარების აღმოჩენა საკუთარი საარსებო წყაროს და დამოუკიდებელი შემოსავლის შესაქმნელად, რაც, თავის მხრივ, მასპინძელ თემებზე მათ დამოკიდებულებას შეამცირებდა. დაფინანსების ნაწილი გამოყენებულ იქნა 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ განხორციელებული აღდგენითი სამუშაოებისთვის.

 

 

5. მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მხარდაჭერა: ამ სფეროსთვის გამოყოფილი 5.5 მილიონი ევრო, რაც 2016 წლის მესამე კვარტალში ჩარიცხულ 3 მილიონ ევროს დაემატა, განკუთვნილია ხალხისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ბავშვებისთვის შესაფერისი ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერის გასააქტიურებლად. ამასთანავე, ევროკავშირის მხარდაჭერა მიზნად ისახავს სასამართლო დევნისა და საგამოძიებო სამსახურების მოდერნიზებას, ისევე როგორც პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა სოციალური რეადაპტაციის ხელშეწყობას. ეს დახმარება აგრეთვე გამიზნულია საქართველოში მიწის ნაკვეთების სათანადო სარეგისტრაციო სისტემის შესაქმნელად.

 

 

6. საჯარო მმართველობის რეფორმა: 4 მილიონი ევრო ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოში საჯარო მმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. ეს პირველი გადარიცხვაა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია პოლიტიკის შემუშავების დახვეწა, საჯარო სექტორში პროფესიულ დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის, უკეთესი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის უკეთესი მომსახურებების შეთავაზება, და აგრეთვე, ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება.

 

 

7. საჯარო ფინანსების პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში: ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 6.2 მილიონი ევრო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხელს. უფრო კონკრეტულად, ამ ჩარიცხვის მიზანია გააუმჯობესოს პოლიტიკაზე დაფუძნებული ბიუჯეტირება, ფისკალური მმართველობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება, საჯარო შიდა ფინანსური კონტროლი და აუდიტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი და მუშაობის ხარისხი, ისევე როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობა და კომუნიკაცია.

 

 

8. საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული 9 მილიონი ევრო განკუთვნილია რეგიონული გათანაბრების, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების, ფინანსური მართვისა და კონტროლის აღსრულების, მართვის უკეთესი შესაძლებლობების და საინფორმაციო სისტემების მხარდასაჭერად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი