ირაკლი რუხაძე: სხვა არხების ყიდვასაც ვაპირებთ, ვაპირებთ კიდევ ახალი არხების გაკეთებას, ზოგის ნულიდან დაწყებას, ზოგის კიდევ შეძენას, თუ იქნება საინტერესო შემოთავაზებები
28-12-2016, 05:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ მედიაჰოლდინგი კიდევ გაფართოვდეს.

 

 

მისი თქმით, იგეგმება "სხვა არხების ყიდვაც და ახალი არხების გაკეთებაც".

 


„საქართველოს სჭირდება მსხვილი ტელეჰოლდინგები, რათა მოხდეს რესურსების კონცენტრაცია, უფრო პროფესიონალურად და ეკონომიურად მოხდეს ახალი ამბების, გასართობი და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის. GDS ჩვენ მოგვაქვს, როგორც გასართობი არხი. გვაქვს სხვა გეგმებიც, სხვა არხების ყიდვასაც ვაპირებთ, ვაპირებთ კიდევ ახალი არხების გაკეთებას, ზოგის ნულიდან დაწყებას, ზოგის კიდევ შეძენას, თუ იქნება საინტერესო შემოთავაზებები. ჩვენ კიდევ გავმსხვილდებით. საკადრო ცვლილებები ხორციელდება ყველა არხზე, ყველა ჩვენს სხვადასხვა კომპანიაში ყოველ წელს. იქნება ხალხის დამატება, გაშვება. არანაირი გეგმა ამის ჯერ არ არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

"იმედის" ცნობით, მედიაჰოლდინგმა "იმედმა" დაასრულა მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე, ხოლო ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი