ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა
28-12-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე სოფელ კვირიკეში 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები პროცედურული ღონისძიებების დასრულების შემდეგ გადაეცემათ.

 


"მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები და შენობა გადაიხურა. მრავალბინიან სახლში 11 ოჯახი შესახლდება.

 


სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო, რომლის განხორციელებისთვისაც 1 211 570 ლარი დაიხარჯა. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ასევე მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის კომპენსაციები გაიცა", - აცხადებენ ქობულეთის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი