მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს მთავრობამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, ევროკავშირის მხრიდან მინიმალური მონიტორინგის გაწევით, რეკორდულ ვადებში შეძლო
28-12-2016, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე გაწეულ სამუშაოებსა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა 2016 წელი უაღრესად წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობამ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, ევროკავშირის მხრიდან მინიმალური მონიტორინგის გაწევით, რეკორდულ ვადებში შეძლო, რის შედეგადაც ის ევროპისათვის რეგიონში ერთადერთ სანდო და სტაბილურ პარტნიორად ერთხმად არის აღიარებული“.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ვიზა-ლიბერალიზაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული შედეგები. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე.

 

 

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი