ტოკიოსა და იაპონიის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მძლავრი, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი იბარაკის პრეფექტურაში იყო. ამ დროისთვის ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.