ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა
28-12-2016, 08:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

 

 

სამინისტროს ცნობით, მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2-კილომეტრიან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობის: 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა.



"ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

 


აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.

 


ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული", - განმარტავენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი