გიორგი კვირიკაშვილი: მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული
29-12-2016, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ "2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა".

 

 

პრემიერის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ არჩეული სლოგანი მთავრობის პოლიტიკის მიმართულების მთავარი ხაზის მაჩვენებელია.

 


"ჩვენ ამ წლის ბოლო მთავრობის სხდომას ვატარებთ და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, თავისი მნიშვნელოვანი მოვლენებით, მიღწევებით და გამოწვევებით. 2016 წელი, იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების წესში, კულტურაში. ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა ის, რომ საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში. ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ლოგიკურია რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვდექით ხალხის წინაშე. ჩვენი სლოგანი იყო - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რაც რეალურად აჩვენებს ჩვენ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს. ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი - ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი და ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ადამიანზე ზრუნვა დაიწყო.

 


"მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი, ჩვენ დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანზე ზრუნვა. დღეს უკვე, 2016 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად", - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი