ივანიშვილი ქვეყანაში ახალი ტიპის უბედურებას არ გამორიცხავს
15-03-2015, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ ახალი ტიპის უბედურება მიიღოს იმ შემთხვევაში თუ კი მოსახლეობა იმაზე მეტს მოითხოვს მთავრობისაგან, რაც მის რეალურ შესაძლებლობას აღემატება. ამის შესახებ მან GDS-ის ეთერში , ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას ისაუბრა.

 


"მოსახლეობა თუ ვერ გაიგებს და ვერ შეაფასებს სწორად ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისგანვე არჩეული მთავრობისგან, შეიძლება, ჩვენ ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში ჩვენ, საუბედუროდ, სხვისგან ვერ მოვახერხეთ გვესწავლა, როგორ უნდა გვემართა საკუთარი ქვეყანა, გამოცდილება არ გვქონდა და ყველა ტიპის უბედურება საკუთარ თავზე გადავიტანეთ - სამოქალაქო ომი ვიწვნიეთ, შემდგომ დანგრეული ქვეყანა და მასობრივი კორუფცია და მესამე მთავრობას თუ გავიხსენებთ, ყველაზე დიდი უბედურება, ორივე ერთად გაერთიანებული – მოძალადე ხელისუფლება მივიღეთ და მე ანალიზს არ ვაპირებ დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 


მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსახლეობას დაუბრუნდა საკუთარი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა. "საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ აირჩიოს და როგორ. ეს საკითხები ისე იყო გადადებული "ნაციონალური მოძრაობის" დროს, თუ გახსოვთ, აქ აქცენტსაც აღარ აკეთებდნენ, რომ აქ ასარჩევი იყო. ვიღაც იტყოდა გარეთ, ჩვენი სამეგობროდან და ის გადაწყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და როგორ უნდა არჩეულიყო პარლამენტი. მოსახლეობას ახლა ლეგიტიმური უფლებები დაუბრუნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი