საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მისი პირადი ექიმი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ცისანა შარტავა.
როგორც მან Guardian.ge-ს განუცხადა, „პატრიარქი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს“ და „მხნედ არის“, თუმცა, ცისანა შარტავას თქმით, მედიცინის ზოგიერთმა მუშაკმა, „ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების გამწვავების“ თავიდან აცილების მიზნით, პატრიარქს „შესთავაზა, დაკვირვება გაგრძელდეს გერმანიაში“, რაზეც უწმინდესმა უარი განაცხადა.
„პატრიარქი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. მას ტემპერატურა მეორე-მესამე დღეა აღარ აქვს, უკეთ არის, მხნედ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ფონზე გამოიკვეთა ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების გამწვავება, ექიმები ფრთხილობენ, საჭიროა მკურნალობა, რომ როგორმე იქნებ თავიდან ავიცილოთ ქირურგიული ჩარევა. ზოგმა ექიმმა შესთავაზა კიდეც, რომ დაკვირვება გაგრძელდეს გერმანიაში, მაგრამ უწმინდესი ამაზე უარს ამბობს. ჯერჯერობით ვართ ამ მდგომარეობაში და მივყვებით სიტუაციას. მკურნალობა გრძელდება“, -განუცხადა ცისანა შარტავამ Guardian.ge-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.