გიორგი კვირიკაშვილი: პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან უკვე შედგა
29-12-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის განმავლობაში, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

 


"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დღეს ცივილიზებული მსოფლიო დგას და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.

 

 

2016 წელს ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში.

 

 

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც. 2016 წელს გაძლიერდა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და მიღებულ იქნა ახალი ინიციატივები.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველო მიწვეულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში, ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის“ შესახებ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი