გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება
29-12-2016, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება.

 

 

მისი თქმით, ამ მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

 


„2017 წელს სრულდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავი; ასევე, არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. განსაკუთრებულ აღნიშვნაში იგულისხმება რამდენიმედღიანი ღონისძიებები, შესაძლოა, იყოს სამეცნიერო კონფერენციები. ასევე, ვფიქრობთ, ჩავატაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და დავპატიჟოთ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით ასეთ კომისიას და ვიმუშავებთ, რათა ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთრებული, როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი