პრეზიდენტი და პირველი ლედი ნინო სურგულაძისა და ფონდის „ნატვრის ხე“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ
29-12-2016, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ნინო სურგულაძისა და ფონდის „ნატვრის ხე“ მიერ ორგანიზებულ საახალწლო საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ.

 


ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა შემსრულებლებმა მიიღეს.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირველმა ლედიმ დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ თავადაც აპირებს ფონდის გაკეთებას, რომელიც "დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვჭირდებით".

 

 

„მივესალმები ყველას ვინც ჩვენ თვალს გვადევნებს და ჩვენს გვერდზეა. როგორც სიუჟეტებიდან ვნახეთ ამ დღეს ძალიან ბევრი პატარა და ახალგაზრდა ადამიანი ელოდა. ყველა ელოდება იმ ბედნიერ მომენტს, როდის ეტყვიან, რომ მათ შეიძლება ოპერაცია ჩაუტარდეთ. მათ გარდა კიდევ ძალიან ბევრია ასეთი მომლოდინე ადამიანი და ჩვენი დიდი აქტივობით და დახმარებით, ვისაც როგორ შეგვიძლია, თუნდაც ერთი ლარით. ყოველი გამოცხადებისას მქონდა განცდა თუ რა კარგია, როდესაც ჩვენ ყველა ასე ვერთიანდებით ამ კეთილ საქმეში.

 


მადლობა ნინოს ამ არაჩვეულებრივი კონცერტისთვის, მადლობა ყველა შემსრულებელს, განსაკუთრებით მათ ვინც შორიდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეხატა.

 


რაც უფრო გავერთიანდებით და გავმრავლდებით, უფრო მეტად შევძლებთ დავამარცხოთ მძიმე ავადმყოფობები და გავაკეთოთ ისე, რომ მათ თვალზე ცრემლი აღარ იყოს.

 


რამდენიმე წელია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ვიყო აქტიური ამ საქმეში. ვაპირებ ფონდის გაკეთებას, რომელიც დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვჭირდებით“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი