საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის პროექტი, რომელიც ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” მოამზადა, 12-პუნქტისგან შედგება. დამტკიცებული პროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ცხადდება.
უალტერნატივო პრიორიტეტად საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევვრიანება, ხოლო ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ - ამერიკის შეერთებული შტატები ცხადდება.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველო გააგრძელებს რუსეთთან რაციონალური და პრინციპული პოლიტიკის გატარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ცხადდება გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება, ეკონომიკური განვითარების შეუფერხებლობა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.