„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს გერმანიასთან. ეს ქვეყანა პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ღონისძიებაზე, სადაც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს გერმანიასთან თავდაცვის სფეროში "საუკეთესო" თანამშრომლობა აქვს.
"განსაკუთრებით გამოვარჩევდი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გერმანული მხარის აქტიურობას. წლების წინ დავიწყეთ გერმანიასთან ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიაციულ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე გახლდით უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ვიცი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს თანამედროვე სამყაროში და ამ სფეროში უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფას. დღეს ჩვენ გადმოგვცეს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ და ეს ერთგვარი საფუძველი იქნება მომავალში ექსპერტების დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან გერმანიასთან. მინდა გამოვხატო მზადყოფნა, რომ აქტიურად ვიქნები პროცესში ჩართული, რათა ყველანაირი პირობები შეგიქმნათ წარმატებული საქმიანობისთვის მომავალში. დარწმუნებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმი, მონდომება და ენერგია, რასაც ამ საქმეში ჩადებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სპეციალური ტექნიკა ორმაგი დანიშნულებისაა. მისი გამოიყენება შეიძლება როგორც საბრძოლო სიტუაციაში კატასტროფების ლიკვიდაციისთვის, ტერიტორიების, შენობების, ინდივიდუალური აღჭურვილობის, ტექნიკის, ჯავშანტექნიკის და პერსონალის დასუფთავება/გაუნებელყოფაში, ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში - ხანძართან ბროლის დროს, სხვადასხვა ეპიდემიების, კატასტროფების და მსგავსი შედეგების ლიკვიდაციისთვის.
საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, გერმანიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე და შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის მეთაური, კაპიტანი ბეგლარ იაკობიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.