ქობულეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 19-მა პირმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ქობულეთის გამგეობის ცნობით, მომავალი წლის მუნიციპალური ბიუჯეტი 32 605 500 ლარით განისაზღვრა.
"ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, კულტურის სფეროსთვის 1 205 265, განათლების სფეროსთვის 4 678 705, ხოლო ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
2017 წლის შემოსავლების გეგმა წინასწარი მონაცემებით 1 921 200 ლარით, ხოლო ადგილობრივი გადასახდელები 5 050 000 ლარით განისაზღვრა. მომაველი წლის სახელფასო ფონდი 6 061 914 ლარს შეადგენს, რომლითაც 1351 საშტატო თანამშრომლის სახელფასო უზრუნველყოფა მოხდება", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მათივე ცნობით, დღესვე საკრებულომ მომავალი წლის კულტურის, სპორტის და ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.